• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

სალომე ზურაბიშვილი: არ ვთვლი თავს ვალდებულად, ვაშაძეს რამე პასუხი გავცე

არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე თუ ხვალ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაუსვამს კითხვებს იქ უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 4 კითხვით მიმართავს. ვაშაძე ინტერესდება ზურაბიშვილმა რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას დათო სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს, ასევე რატომ არ გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და რა პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

თეგები :