• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ივანიშვილი გასაქცევად ემზადება - რატომ გააქვს ოლიგარქს ქონება საქართველოდან?

ემზადება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გასაქცევად? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიგარქმა ქონების ნაწილი საქართველოდან გაიტანა. 

წყარო ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ძვირფასი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები და სხვადასხვა სახის ქონება, ბოლო თვენახევრის მანძილზე გაზიდა საქართველოდან. თუ რომელ ქვეყანაში, ამის შესახებ წყაროს ინფორმაცია არ აქვს. 

ცხადია, ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ივანიშვილის გარემოცვას. გვსურდა მათთვის გვეკითხა, რატომ გააქვს ივანიშვილს ქონება ჩვენი ქვეყნიდან, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერთა ერთ ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს და იმისათვის ემზადება, რომ სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფალური გამარჯვება აღნიშნოს“. 

რა იცვლება ივანიშვილის ირგვლივ? 

„რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული აუდიოფაილი, სადაც პროკურატურის მაღალჩინოსანი მთელ რიგ სისტემურ დანაშაულობებზე უყვება პარლამენტის წევრს, უკვე იქცა ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ მტკიცებულებად. 

ადამიანთა წამება, რეკეტი, მოწმეთა ცემა და გატაცება, საქმეების შეკერვა, არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიების ჩაფარცხვა, არაფორმალური მმართველობა - სისხლის სამართლის დანაშაულის მთელი ბუკეტია თავმოყრილი მირზა სუბელიანის საუბარში. 

შეიძლება ითქვას, რომ სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ივანიშვილის რეჟიმს სრულიად აშიშვლებს. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ერთი ჩინოვნიკის ქმედება აზარალებს ქვეყანას. ეს ის შემთხვეაა, როცა თავად სისტემა აწამებს, კლავს და ამცირებს...

ამიტომ, გამორიცხული ნამდვილად არ არის ის, რომ ივანიშვილი ემზადება. ემზადება თავის გადასარჩენად. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირადად მასთანაც გაჩნდა კითხვები მას შემდეგ, რაც 4 მილიონის გამოძალვის დეტალები გაირკვა და რაშიც თავად ოლიგარქი მონაწილეობდა.

- ღრმა და ყოვლისმომცველი პრობლემები ქვეყნის შიგნით;

- ღრმა და ყოვლისმომცველი იურიდიული პრობლემები ინგლისისა და საფრანგეთის სასამართლოებში;

- ჩანაწერები და სისტემური დანაშაული...

სწორედ ეს არასრული ჩამონათვალი შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ ჩვენმა გმირმა, თავისი ქონების ნაწილი იქ დაასაწყობა, რაც მისი მმართველოს სიმბოლოდ იქცა - სარდაფებში (სხვადასხვა ქვეყნის).