• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავარ პროკურატურაში  15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 

წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში განცხადება, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთდება, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. 

შეგახსენებთ, გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.  ჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. 

თეგები :