• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ განაცხადა

მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, დღის წესრიგში შემავალი საკითხების განსახილველად და განსასჯელად, წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა. წმინდა სინოდმა დაწვრილებით განიხილა უკრაინის ამჟამინდელი საეკლესიო საკითხი, რის შესახებაც განაჩინება გამოაქვეყნა.

განჩინების ქართული თარგმანი წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გაავრცელა.

"1-განახლდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ.

2-აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რამდენადაც უკრაინაში ყოველთვის არსებობდა მისი  არაერთი სტავროპიგია.

3-მსოფლიო საპატრიარქომ, მისთვის ბოძებული კანონიკური პრივილეგიების მიხედვით, (რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სხვა სამღვდელოთაგან პეტიციები  მიიღოს), მიიღო და განიხილა ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელეტიჩისა და მათი მიმდევრების პეტიციები აპელაციის თაობაზე, რომლებიც სქიზმაში არადოგმატური მიზეზებით აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს კანონიკურად აღედგინათ მათი იერარქიული და სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი.

4-გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის კანონიერი ძალმოსილება, რომელიც კონკრეტული დროის ვითარებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ანიჭებდა უფლებას, რომ  ხელი დაესხა ეპარქიის სამღვდელო და საერო კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისთვის, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი, ნებისმიერ მსახურებაზე უნდა მოეხსენებინა, რითაც დედაეკლესიასთან კანონიერი დამოკიდებულება წარმოჩნდებოდა.

5-მოვუწოდებთ საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების მითვისება, ისევე როგორც ძალადობრივი მოქმედებები და შურისძიება, ამგვარად განეფინოს ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული“,- აღნიშნულია განჩინებაში.

თეგები :