• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

რუსთავში 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე მამაკაცი უთვალთვალებდა, შემდეგ კი აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში 15 წლამდე გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში 50 წლამდე მამაკაცი უთვალთვალებდა, შემდეგ კი აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ადგილობრივები „ინფო რუსთავთან“ აღნიშნავენ, რომ მამაკაცი საღამოს საათებში გოგონას მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, უთხრა, რომ არავინ გაიგებდა ამის შესახებ და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგონამ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც მამაკაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.

თეგები :