• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაიბარეს

სპორტის ყოფილი მინისტრი თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. ლევან ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.

ლევან ყიფიანს უწყება არ ჩაბარებია. გამომძიებელი ტელეფონით მის ადვოკატს დაუკავშირდა. 

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მისთვის უცნობია ეს იქნება გამოკითხვა თუ დაკითხვა. ასევე, სატალეფონო საუბრისას საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტულად რომელი ეპიზოდით დაინტერესდა ამჯერად გამოძიება.

ადვოკატის თქმით, ლევან ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში მისვლას აპირებს.