• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ლევან კობერიძე: არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან ,,მე მჯერა ივანიშვილის“ არ აქვს.

ლევან კობერიძე:  არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას  სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან ,,მე მჯერა ივანიშვილის“ არ აქვს.  

ასე ეხმიანება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე,  სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას  ,, მე მჯერა ივანიშვილის“.  „ამ აქციასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ეს აქცია არანაირ შემხებლობაში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, შესაბამისად ჩვენ ვართ მმართველი გუნდი და აქციების მოწყობა ჩვენი მოსახლეობისათვის არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისად კამპანია, რომელსაც ვაწარმოებთ, სადაც კეთდება ყველა განცხადება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია.  რაც შეეხება ორგანიზატორებს, არ ვიცი ვინ  არიან ორგანიზატორები და შესაბამისად  არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას“ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ჩვენს მხარდამჭერებს აქციასთან არ აქვს“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

თეგები :