პოლიტიკა / 23-12-2025

"ზუსტად ვიცი საქართველოშიც და უკრაინაშიც და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც აუცილებლად გათენდება"

მინდა მადლობა ვუთხრა იმ მრავალ ათას ადამიანს, ვინც გუშინ მომილოცა, მათაც ვინც ციხესთან მოვიდა და ასევე ტელევიზიებიდან გიორგი თარგამაძეს, მათე კირვალიძეს, თეა ადეიშვილს, ვინც ჩემი ამბავი საჯაროდ გააჟღერა.

და კიდევ ერთი, გუშინ იყო წლის ყველაზე გრძელი ღამე. ყველაზე გრძელ და ბნელ ღამეს მოჰყვება გათენება, ზუსტად ვიცი საქართველოშიც და უკრაინაშიც და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც აუცილებლად გათენდება.“ - მიხეილ სააკაშვილი.