მსოფლიო / 22-06-2026

ზელენსკიმ ნავროცკის თეთრი არწივის ჯილდო ფოსტით გაუგზავნა. პოლონეთს ჯილდოები დაუბრუნეს პოროშენკომ, იუშენკომ და ქუჩმამაც

"მე ამას წმინდა საარჩევნო პროცესად ვხედავ. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი პრემიერ-მინისტრ ტუსკის წინააღმდეგ საკუთარი პარტიის პრემიერობისთვის იბრძვის. ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მათი შიდა საქმეა. ის იგივეს აკეთებს, რასაც ორბანი აკეთებდა. ეს ცუდად დამთავრდება" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე კი, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მისი ამ განცხადებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს თეთრი არწივის ჯილდო ფოსტით გაუგზავნა. პოლონეთს ჯილდოები დაუბრუნეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, პეტრო პოროშენკომ, ვიქტორ იუშენკომ და ლეონიდ ქუჩმამაც.