ბიზნესი / 23-02-2026

Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა

Zeekr Center Tegeta-მ ახალი ავტომობილის, Zeekr 9X-ის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ბრენდის პარტნიორები და ავტომოყვარულები დაესწრნენ და ახალი მოდელის შესაძლებლობებს სპეციალურად მოწყობილ გარემოში, „ღვინის ქარხანაში“ გაეცნენ. ჩინური ბრენდის ავტომობილის წარსადგენად განსაკუთრებულად მოეწყო გარემოც - აზიური კულტურის ელემენტებით, მუსიკალური გაფორმებითა და შესაბამისი დეკორაციებით, რაც ღონისძიებას უნიკალურ ატმოსფეროს სძენდა.

გიორგი შაქარაშვილი, Zeekr Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი ჩვენს სამოდელო ხაზში. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ, რომ ელექტრომობილების ჰიბრიდული ალტერნატივა ჰქონოდათ, 9X იდეალური ავტომობილია. გვინდოდა, საზოგადოებისთვის ახალი მოდელი განსაკუთრებულ გარემოში გაგვეცნო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ღონისძიება სწორედ აზიური მოტივებით დაგვეტვირთა და მათ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიეღოთ“.

Zeekr 9X არის ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოებას, კომფორტს, ინოვაციასა და მიმზიდველ დიზაინს აერთიანებს. სრული ზომის SUV ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid-ია. 2.0-ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს.

„ძალიან დიდი ინტერესი იყო ახალი მოდელის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ელექტრულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. გასული წლის ბოლოს, როდესაც Zeekr Center Tegeta-მ ამ მოდელზე წინასწარი შეკვეთები გამოაცხადა, პირველი კვირის განმავლობაში სრული კვოტა ამოიწურა და დაახლოებით 20 ერთეული 9X უმოკლეს ვადაში, თითქმის ერთ კვირაში გაიყიდა. ეს ავტომობილი არის ელექტრომობილი ჰიბრიდული რეჟიმის დამატებითი შესაძლებლობით - სრული დამუხტვით ის ელექტრულ რეჟიმში 350 კილომეტრამდე გადის, შემდეგ კი ჰიბრიდული ძრავა ირთვება. ამ შემთხვევაში, საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 5-6 ლიტრია. შედეგად, ავტომობილის საერთო სვლის მანძილი 1 200 კილომეტრს აღწევს, რაც კომფორტულია როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე გადაადგილებისას“, - აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

Zeekr 9X არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის. ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ახალი მოდელის წარდგენის ღონისძიებაზე Zeekr Center Tegeta-მ მომხმარებელს ბრენდის სამომავლო გეგმებიც გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ Zeekr-ის ხედვები მომდევნო წლებში შეიცვლება და ეს ავტომობილი სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთი საწყისია.

9X საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - მომხმარებელს როგორც მისი წინასწარი შეკვეთა, ისე ტესტდრაივის დაჯავშნა შეუძლია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Zeekr Center Tegeta ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.