საზოგადოება / 31-10-2025 / 114 Views

ვოლსკი: "მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის"

"მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღ

მერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია, ამაზე ზომები მიღებულია" - განაცხადა გია ვოლსკიმ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით.