"ვიზალიბერალიზაციის საკითხი, იყო ყველაზე უფრო მტკივნეული რამ ქართული ოპოზიციისთვის" - ქადაგიშვილი
"საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და მათ შორის, იგივე, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, იყო ყველაზე უფრო მტკივნეული რამ ქართული ოპოზიციისთვის. ამიტომ, ისინი სწორედ ამას ითხოვენ პირდაპირ და ყოველთვის ამას ითხოვდნენ, ეს არ არის დღევანდელი მოთხოვნა, რომ რამენაირად, არავითარ შემთხვევაში, საქართველოს პროგრესი არ აღიაროთ, ამის მატერიალიზაცია არ მოახდინოთ, იმიტომ, რომ ეს აძლიერებს ხელისუფლებას“, - აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი.