საზოგადოება / 03-06-2026

„ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტია, რომელთა შეტანაც რუსეთმა შეზღუდა, უკვე გასულია ევროკავშირში"

„ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტია, რომელთა შეტანაც რუსეთმა შეზღუდა, უკვე გასულია ევროკავშირში, როცა ჩავა, მაშინ ვიტყვი, რომელ ქვეყანაში. არც ერთი პროდუქცია ისე არ დარჩება. ექსპორტს ვახორციელებთ არა მხოლოდ ევროკავშირში, უკვე სხვა ქვეყნებშიც“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში სომხური მინერალური წყალი „ჯელმუკის“ ყველა პარტიის შეტანა და ბრუნვა შეაჩერა „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევის გამო".

30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ დააწესა დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე, ხოლო 2 ივნისიდან - ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის შეტანაზე.