ბიზნესი / 28-01-2026

“ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა. სადაზღვევო კომპანიავაიზერისაქართველოში შემომსვლელ ტურისტებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და სრულად ონლაინ სერვისს სთავაზობს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა უცხოელი ვიზიტორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, ვალდებულია წარმოადგინოს დაზღვევის პოლისი მოგზაურობის სრული პერიოდისთვის, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ფარავს.

ვაიზერისვიზიტორთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, დისტანციურადსწრაფად და მარტივად, ვებგვერდზე: https://travel.wizer.ge/for-visitors

ვიზიტორები ისარგებლებენ ქვეყნის ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის წევრი კომპანიის “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც “ვაიზერში” დაზღვეული საქართველოს 100 ათასზე მეტი ადამიანი.

ვაიზერისვიზიტორთა დაზღვევის 30 000 ლარის ლიმიტის ციფრული პოლისი სწრაფად აქტიურდება და მოქმედებს პოლისში მითითებული საქართველოში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ სერვისებს, უბედური შემთხვევის დაზღვევას გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო ევაკუაციასა და რეპატრიაციას.

დაზღვეული ტურისტებისთვისვაიზერ ასისტანსისმომსახურება ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმშიშეტყობინების დასაფიქსირებლად, კონსულტაციის მისაღებად, კლინიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სასწრაფო დახმარების ორგანიზებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ტრანსპორტირება, რეანიმაცია) ულიმიტოა, ხოლო ლიმიტით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და სტომატოლოგიური მომსახურებები.

ვიზიტორებსვაიზერიდამატებით განსაკუთრებულ ბენეფიტებს სთავაზობს —   სპეციალურ ფასდაკლებას საქართველოს მასშტაბით ათეულობით სასტუმროსა და რესტორანშიბალნეოლოგიურ, სარეაბილიტაციო დაგამაჯანსაღებელ პროცედურებზე; სილამაზის და თავის მოვლის სერვისებზე; ავტოს და სათხილამურო ინვენტარის გაქირავების სერვისზე და სხვ.

ვაიზერისვიზიტორების სავალდებულო დაზღვევა გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტებზე (ერთ წლამდე ვადით) და მიზნად ისახავს საქართველოში მყოფი უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემოს შექმნას. პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს ახალი რეგულაციის მოთხოვნებს და ამავე დროს მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ტურისტების საჭიროებებზესწრაფი აქტივაცია, 24/7 ასისტანსი და საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული დამატებითი ბენეფიტები, რასაც სტანდარტულად სადაზღვევო პოლისი არ მოიცავს. “ვაიზერს” სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, “ვიზიტორების  ჯანმრთელობის დაზღვევის” პოლისები საშუალებას მოგვემს ასეთივე ხარისხიანი, კომფორტული და ოპერატიული სერვისი შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს“ — აცხადებენ სადაზღვევო კომპანიავაიზერში“.