მსოფლიო / 08-12-2025

"ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგიერთი საკითხის განხილვა მხოლოდ პირადად შეიძლება" - ზელენსკი მოლაპარაკებებზე

"უკრაინის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ არსებითი მოლაპარაკებები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ამჟამად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ევროპაში მიემგზავრებიან.

მათგან დეტალურ ინფორმაციას ველი იმ ყველაფრის შესახებ, რაც ამერიკის წარმომადგენლებს მოსკოვში უთხრეს და იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან ჩვენთან და რუსებთან მოლაპარაკებებში...

ამერიკის წარმომადგენლები იცნობენ უკრაინის ფუნდამენტურ პოზიციებს და ეს იყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი. ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგიერთი საკითხის განხილვა მხოლოდ პირადად შეიძლება. უმეროვი და გნატოვი მომახსენებენ, ასევე ვესაუბრები ევროპელ ლიდერებს, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ლონდონსა და ბრიუსელში...

ევროპელ ლიდერებთან, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვას, უკრაინის გრძელვადიან დაფინანსებას განვიხილავთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში ასევე განვიხილავთ საერთო ხედვასა და საერთო პოზიციებს“ - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.