მსოფლიო / 25-12-2025

"ვაფიქსირებთ გაზრდილ კავშირებს რუსეთსა და ჩინურ კომპანიებს შორის, რომლებიც მათ კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს აწვდიან"

"ჩვენ ვაფიქსირებთ გაზრდილ კავშირებს რუსეთსა და ჩინურ კომპანიებს შორის, რომლებიც მათ კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს აწვდიან. სამწუხაროდ, გვაქვს კორელაცია ჩინური სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღებასა და რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვას შორის.

ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ქმედებებს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს ომი და დიპლომატიური ძალისხმევა ნაკლებ სერიოზული გამოაჩინოს. ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთან წამოვჭრით" - ვოლოდიმერ ზელენსკი.