მსოფლიო / 29-12-2025

"უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროგრესს მივაღწიეთ"

"ევროპის რამდენიმე სხვა ლიდერთან ერთად, მონაწილეობა მივიღე პოზიციების გაცვლა-გამოცვლაში პრეზიდენტებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან.

ამის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროგრესს მივაღწიეთ, რაც უმთავრესია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებს, რათა დავასრულოთ შეთანხმება თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილზე“ - საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.