უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას უკრძალავს
უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას უკრძალავს. გამოცემა წერს, რომ ცვლილების მიხედვით, პრემიერ მინისტრებს თანამდებობის დაკავების უფლება მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში ექნებათ, რითაც ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანს ფაქტობრივად აეკრძალა ამ პოსტის ხელახლა დაკავება.
შესწორებაში ნათქვამია, რომ პირები, რომლებსაც მანამდე პრემიერ მინისტრის პოსტი სულ მცირე რვა წლის განმავლობაში ეკავათ, „პრემიერ მინისტრად ვეღარ აირჩევიან“.