მსოფლიო / 21-11-2025 / 29 Views

უკრაინელი პოლიტიკოსი, ოლექსიი გონჩარენკო აშშ-ს მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიანი გეგმის პროექტს ასაჯაროებს

უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ოლექსიი გონჩარენკო აშშ-ს მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიანი გეგმის პროექტს ასაჯაროებს. პროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას, გარკვეული პირობებით. უკრაინარის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა ჩაერთოს აღნიშნული გეგმის განხილვაში.

"1. უკრაინის უსაფრთხოება და პოლიტიკური სტატუსი

• უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.

• უკრაინა აშშ-საგან იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ გარკვეული პირობებით.

• უკრაინა კონსტიტუციაში ამყარებს მიუმხრობლობას და NATO-ზე ამბობს უარს. NATO ადასტურებს, რომ უკრაინა არასოდეს გახდება წევრი.

• შეიზღუდება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა.

• უკრაინა დარჩება ქვეყნად, რომელიც უარს ამბობს ბირთვულ იარაღზე

2 • ტერიტორიული საკითხები

• ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკის ფაქტობრივი აღიარება რუსეთად.

• ხერსონი და ზაპოროჟიე „გაყინული“ იქნება შეხების ხაზზე.

• გარკვეული ტერიტორიები იქცევა დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის კონტროლქვეშ იქნება.

• ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ძალით არ შეცვალოს საზღვრები.

3 • სამხედრო შეთანხმებები

• NATO არ განათავსებს სამხედრო ძალებს უკრაინაში.

• NATO-ს გამანადგურებლები განლაგდება პოლონეთში.

• უსაფრთხოების დიალოგი აშშ–NATO–რუსეთს შორის; შეიქმნება ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი.

• რუსეთი სამართლებრივად აფიქსირებს პოლიტიკას - არ მოახდინოს თავდასხმა უკრაინასა და ევროპაზე.

4 • ეკონომიკური ბლოკი და უკრაინის აღდგენა

• აშშ და ევროპა დაიწყებენ მასშტაბურ საინვესტიციო პაკეტს უკრაინის აღდგენისთვის.

• რუსული გაყინული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი მიემართება უკრაინის აღდგენას.

• ევროპა დამატებით გამოყოფს 100 მილიარდს.

• სხვა გაყინული რუსული აქტივები გამოიყოფა ერთობლივი ამერიკულ-რუსული პროექტებისთვის.

• შეიქმნება უკრაინის განვითარების ფონდი – ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რესურსებში, ტექნოლოგიებში.

5 • რუსეთი გლობალურ სისტემაში

• სანქციების ეტაპობრივი მოხსნა.

• რუსეთის დაბრუნება G8-ში.

• აშშ–რუსეთის გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობა.

6 • ჰუმანიტარული საკითხები

• „ყველა ყველა“-ზე გაცვლა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დაბრუნება.

• ჰუმანიტარული პროგრამები.

• განათლების პროგრამები ტოლერანტობაზე.

7 • ენერგეტიკა და სპეციალური ობიექტები

• ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამოქმედება გაეროს ბირთვული სააგენტოს (IAEA) მეთვალყურეობის ქვეშ; გამომუშავებული ელექტროენერგიის 50/50 განაწილება უკრაინასა და რუსეთს შორის.

• აშშ დაეხმარება უკრაინას გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

8 • უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები

• შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღეში ჩატარდება არჩევნები.

• ომის ყველა მონაწილეს ეძლევა სრული ამნისტია.

9 • შესრულება და კონტროლი

• შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო.

• კონტროლს განახორციელებს „სამშვიდობო საბჭო“, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

• დარღვევისთვის სანქციები.

• ხელმოწერისთანავე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ძალების გაყვანა შეთანხმებულ პოზიციებზე."