უკრაინელების იერიშის შედეგად ვოლგოგრადში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის
უკრაინელების იერიშის შედეგად ვოლგოგრადში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის.
ამის შესახებ ინფორმაცია და ხანძრის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. ცნობილია, რომ ქარხანა ნავთობპროდუქტებით რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ამარაგებს. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 14,8 მილიონი ტონა ნავთობია და ის ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს, ასევე მაზუთს და სხვა ნავთობ-პროდუქტებს 1957 წლიდან აწარმოებს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.