უკრაინელების დარტყმის შედეგად ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში, ქერჩის გზატკეცილზე მდებარე ელექტროქვესადგური დაიწვა
უკრაინელების დარტყმის შედეგად ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში, ქერჩის გზატკეცილზე მდებარე ელექტროქვესადგური დაიწვა. ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინფორმაცია Telegram-არხებზე ვრცელდება. ადგილობრივები წერენ ძლიერ დაკვამლიანებაზე ფეოდოსიაში მდებარე ნავთობბაზის რაიონშიც.