უკრაინელების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 60%-ზე მეტი კი NATO-ში გაწევრიანებას
უკრაინელების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 60%-ზე მეტი კი NATO-ში გაწევრიანებას. ამავე მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი გამოკითხულთა 22.2%-ია, 8.7% კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.
რაც შეეხება NATO-ს საკითხს - 29.5% ამბობს, რომ ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, 9.4% კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია ან ხმას არ მისცემდა.