უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია - კრემლთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ
უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია. ეს არის ფოტო, რომელზეც ასახულია რუსი სამხედროები კრემლთან, უკრაინული დრონების მოლოდინში.
სამხედროების მობილიზების ამსახველ ფოტოს, წითელი მოედნიდან, უკრაინული მედია ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოსკოვს უკრაინული დრონები უტევენ.
აღნიშნული დაადასტურა ქალაქის მერმაც. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვამ დედაქალაქში 4 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.