პოლიტიკა / 24-09-2025 / 84 Views

"უკრაინა... შეძლებს ბრძოლას და მთელი უკრაინის დაბრუნებას“ - ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინა „ევროკავშირის მხარდაჭერით, შეძლებს ბრძოლას და მთელი უკრაინის პირვანდელი სახით დაბრუნებას.

„უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის სრულად გაცნობისა და გააზრების, ასევე იმ ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, რასაც რუსეთს უქმნის, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეძლებს ბრძოლას და მთელი უკრაინის პირვანდელი სახით დაბრუნებას.

დროთა განმავლობაში, მოთმინებითა და ევროპისა და, კონკრეტულად, ნატოს ფინანსური მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, ნამდვილად კარგი ვარიანტია. რატომაც არა? რუსეთი სამწელიწად-ნახევარია უმიზნოდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები დრო უნდა დასჭირვებოდა. ეს რუსეთს კარგად არ ჩარმოაჩენს. სინამდვილეში, ის „ქაღალდის ვეფხვს“ ჰგავს.

როდესაც მოსკოვში და მთელ რუსეთში მცხოვრები ყველა დიდი ქალაქის, დაბისა და რაიონის მოსახლეობა გაიგებს, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ ომთან დაკავშირებით, იმ ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია ბენზინის მიწოდება გრძელი რიგებიდან და ყველა სხვა რამ, რაც ხდება მათ საომარ ეკონომიკაში, სადაც მათი ფულის უმეტესი ნაწილი იხარჯება უკრაინასთან ბრძოლაზე, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და მხოლოდ უკეთესობისკენ მიდის, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველი სახით დაბრუნებას და ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო შორს წავიდეს!

პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და ახლა უკრაინისთვის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას ვუსურვებ წარმატებებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა ნატომ გააკეთოს ის, რაც სურს.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!“ - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.