მსოფლიო / 26-11-2025 / 18 Views

"უიტკოფი ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს, უშაკოვს ურჩევდა, როგორ უნდა ესაუბრათ დონალდ ტრამპთან" - bloomberg

ცოტა ხნის წინ, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს ურჩევდა, როგორ უნდა ესაუბრათ დონალდ ტრამპთან.

ამის შემდეგ, ტრამპი Bloomberg-ის მიერ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ფიგურირებენ. ტრამპის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ არ სმენია.

"ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ეს სტანდარტული პრაქტიკაა, რასაც ის იყენებს. ვფიქრობ, რომ უკრაინელებსაც იმავეს ეუბნება" - აშშ-ის პრეზიდენტმა.