"თუკი ილიაუნი ვერ დავიცავით, აკადემიური თავისუფლების ადგილები არ დარჩა, რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რამდენ სტუდენტს ვასწავლით"
"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აკადემიური საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილია ზუსტი და ტექნიკური მეცნიერებები, რომელთა პროფესია დიდად არაა დამოკიდებული აკადემიური თავისუფლების არსებობა–არარსებობაზე. მათ შეიძლება დაკარგონ სამსახური ან დაფინანსება, მაგრამ არ დაკარგავენ პროფესიას.
მათგან განსხვავებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დასაქმებულები ვკარგავთ გაცილებით მეტს - პროფესიას. ხელისუფლების იდეოლოგიური ზედამხედველობით, რომელიც ჯერ მარტო იწყება, ის კვლავ გახდება იდეოლოგია და არა მეცნიერება.
უბრალოდ მეცნიერულ მარქსიზმს შეცვლის რაღაც სხვა, მეცნიერული ფაშიზმი დავარქვათ. ისინიც დაკარგავენ პროფესიას, ვინც ქოცია და იზიარებს მათ იდეოლოგიას, ვინაიდან აზროვნება ასე მოქმედებს – ან ყველასთვის თავისუფალია, ან ყველასთვის მკვდარი.
ახალგაზრდებს არ უცხოვრიათ იმ ეპოქაში, როდესაც ტექსტი იწერებოდა აზრის დასამალად და არა მკაფიოდ სათქმელად – ცენზორის მოსატყუებლად. იმ ეპოქაში მე მათემატიკოსი ვიყავი, იმიტომ რომ კონფორმიზმი არ მეხერხება. თუკი ილიაუნი ვერ დავიცავით, აკადემიური თავისუფლების ადგილები არ დარჩა, რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რამდენ სტუდენტს ვასწავლით და რამდენი დაგვაკლდა!" - წერს სოციალურ ქსელში პროფესორი მარინა მუსხელიშვილი.