საზოგადოება / 05-11-2025 / 87 Views

"თუ საქართველო გადაწყვეტს, შეცვალოს განვითარების მიმართულება, ევროკავშირის კარები ღიაა" - ჰელჩინსკი

"თუ საქართველო გადაწყვეტს, შეცვალოს განვითარების მიმართულება, ევროკავშირის კარები ღიაა. იმისთვის, რომ კვლავ გაგრძელდეს მოძრაობა გაწევრიანების მიმართულებით, საქართველომ უნდა გადადგას გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ გაწერილი ნაბიჯები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოსწორდეს ის უკუსვლა, რომელიც იყო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ასევე 9 ნაბიჯის მიმართულებით... ევროკავშირი მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი დახმარება, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს მკაფიო მზადყოფნას, დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ სერიოზულად სწორდება ის დაღმასვლა და ამის სურვილიცაა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით საქართველოში არსებობდა" - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.