მსოფლიო / 25-05-2026

„თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს იქნება კარგი და სათანადო და არა ისეთი, როგორიც ობამამ დადო"

„თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს იქნება კარგი და სათანადო და არა ისეთი, როგორიც ობამამ დადო, რომელმაც ირანს უზარმაზარი რაოდენობის ნაღდი ფული და ბირთვული იარაღისკენ ღია და თავისუფალი გზა მისცა.

ჩვენი შეთანხმება საპირისპიროა, თუმცა ის ჯერ არავის უნახავს და არც არავინ იცის, რას წარმოადგენს. მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე დასრულებულიც კი არ არის. ასე რომ, ნუ უსმენთ დამარცხებულებს, რომლებიც აკრიტიკებენ იმას, რაზეც წარმოდგენაც არ აქვთ. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა მოეგვარებინათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.