"თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ"
„პატრიარქ ილია მეორის დროს შეიძლებოდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ. არ უნდა გავუცრუოთ იმედი არც ჩვენს პატრიარქს [ილია მეორე], რომელმაც ამდენი იზრუნა, ამდენი ჩადო, ჯერ სასულიერო დასში, შემდეგ საზოგადოებაში, მრევლში.
გუშინდელ დღეს [ინტრონიზაციას] ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ“ - ამბობს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.