ბიზნესი / 28-04-2026

წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, SOLO წინანდლის მამულის ღონისძიებების სერიის - “ვარდობისთვისგენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. 

ვარდობისთვე” „სილქ ჰოსფითალითისორგანიზებით იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და პოეზიის საღამოებს, კულტურულ ღონისძიებებს, დაათვალიერონ გამოფენები და მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომლებიც წინანდლის მამულს კიდევ ერთხელ აქცევს შეხვედრებისა და შთაგონების სივრცედ.  

ვარდობისთვისფარგლებში, წინანდლის ამფითეატრში პირველად გაიმართებასუხიშვილებისფესტივალი. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ანსამბლის მრავალწლიანი რეპერტუარის გამორჩეულ ნაწილს და თანამედროვე ხედვას.

ვარდობისთვის პროგრამა

22,23,24 მაისი | სუხიშვილების ფესტივალი: კლასიკური პროგრამა, „ზეკარიდაქარაბშა

14 მაისი | იბერო-ამერიკული პოეზიის საღამო დათო ტურაშვილის მონაწილეობით

15 მაისი | დათო მაღრაძის ლექსების კრებულისჰამლეტის სარკედა ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნისვარსკვლავქვეშეთშიპრეზენტაცია

ფესტივალის ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.ge 

ვარდობისთვისფარგლებში, SOLO Visa ბარათით გადახდისას ბილეთებზე მოქმედებს 20% ფასდაკლება. 

ამასთან, მთელი თვის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით წინანდლის მამულის სასტუმროს ნომრებზე (გარდასუხიშვილებისფესტივალის თარიღებისა).

ვარდობისთვის ორგანიზატორი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული.

გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO

სპონსორები: Visa, Silknet, Borjomi