მსოფლიო / 16-10-2025 / 114 Views

ტრამპი: "ჩვენ მასთან ომზე ვისაუბრებთ. მათ სურთ, რომ შეტევაზე გადავიდნენ"

პარასკევს თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტია დაგეგმილი. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

"ჩვენ მასთან ომზე ვისაუბრებთ. მათ სურთ, რომ შეტევაზე გადავიდნენ. ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ სურთ, რომ შეტევაზე გადავიდნენ და ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.