ტექნოლოგიები / 26-09-2025 / 90 Views

TikTok აპლიკაციის საკონტროლო პაკეტი ამერიკელებს გადაეცემა

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სპეციალურ ბრძანებას, რომლის თანახმადაც TikTok აპლიკაციის საკონტროლო პაკეტი ამერიკელებს გადაეცემა.

„ეს ყველაფერი ამერიკის მიერ იქნება მართული“, - თქვა ტრამპმა.

„მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ სი ძინპინის და ძალიან ვაფასებ, რომ მან დაამტკიცა შეთანხმება, რადგან მის სათანადოდ განსახორციელებლად, ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ჩინეთის მხარდაჭერა და თანხმობა“ - განაცხადა ტრამპმა.