ბიზნესი / 21-08-2026

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

თიბისის მხარდაჭერით, საბავშვო სათამაშო მოედნების მწარმოებელმა GO-PLAYGROUNDS-მა რუსთავში თანამედროვე საწარმო განავითარა და პროდუქციას ექსპორტზე, ისრაელში, ყიდის. საწარმო 28 785 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.  

2024 წელს კომპანია ხუთმა ისრაელელმა ინვესტორმა დააარსა. ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 2 მილიონი დოლარი თიბისის დაფინანსებაა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  მიღებული დაფინანსებით კომპანიამ მოაწყო საწარმოო შენობა, შეიძინა საჭირო მანქანა-დანადგარები და საოპერაციო  ხარჯები დააფინანსა.

GO-PLAYGROUNDS ისრაელის PSAGOT PLAYGROUNDS-ის პარტნიორია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 30-წლიანი გამოცდილება აქვს, ამ ინდუსტრიაში კი 20 წელია წარმატებით მუშაობს. წარმოებული პროდუქცია თანამედროვე დიზაინით, მაღალი ხარისხის მასალებით, ინჟინრული სიზუსტითა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გამოირჩევა. კომპანიის მიერ შექმნილი სათამაშო მოედნები ბავშვების გართობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ხელს უწყობს მათ შემოქმედებითობას, ფიზიკურ აქტივობასა და სოციალურ ინტერაქციას. თითოეული პროექტი დამკვეთის მოთხოვნებისა და სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება, რაც GO-PLAYGROUNDS-ს უნიკალური და ფუნქციური სათამაშო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

GO-PLAYGROUNDS-ის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. ამ ეტაპზე პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის და პარტნიორ კომპანიას მიეწოდება, მომავალში კი საწარმო ექსპორტის გაფართოებასაც გეგმავს. ბიზნესის განვითარების პარალელურად, კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსთავის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში GO-PLAYGROUNDS-მა უსასყიდლოდ მოაწყო თანამედროვე საბავშვო სათამაშო სივრცე რუსთავის №34 საბავშვო ბაღში და მსგავსი ინიციატივების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

ქართული წარმოების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს, საერთაშორისო ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი საერთაშორისო ექსპერტიზის დანერგვასა და დასაქმების ზრდას ქვეყანაში.