ბიზნესი / 10-09-2026

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

9 სექტემბერს, სასტუმრო პულმანმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Tester’s Day-ს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისი ტექია.

ყოველწლიურად, ამ დღეს Tester’s Day აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს და ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება თიბისის სპიკერებმაც გაუზიარეს.

ცოტნე აბურჯანია - ხარისხის ინჟინერი:  

ტესტერის დღეზე სპიკერის როლში უკვე მეორედ ვმონაწილეობ. ამჯერად, წარვადგინე თემა - AI-Enabled Quality Engineering  და აუდიტორიას გავუზიარე თიბისის გამოცდილება ამ მიმართულებით. გვინდა, ამ ღონისძიების საშუალებით გავავრცელოთ საუკეთესო პრაქტიკები და დავეხმაროთ IT ენთუზიასტებს, სპეციალისტებსა თუ დამწყებებს სიახლეების შესწავლაში.

ნიკა ჟორდანია - ხარისხის ინჟინერი:

მოხარული ვარ, რომ აუდიტორიას გავუზიარე ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ტესტირების ავტომატიზაციის არქიტექტურისა და თანამედროვე საინჟინრო მიდგომების შესახებ. ჩემი თემა იყო - „Next-Gen Test Automation: From Code Generation to AI-Driven Architecture“, სადაც ვისაუბრე თუ როგორ შეიძლება კოდის ავტომატური გენერაცია გახდეს არა უბრალოდ დროის დაზოგვის ინსტრუმენტი, არამედ საფუძველი AI-სთან უფრო ეფექტური მუშაობისთვის.

ჩემთვის ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, გავცვალო გამოცდილება სხვა პროფესიონალებთან, მოვისმინო ახალი იდეები და გავიგო, როგორ უყურებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები AI-ის განვითარებასა და მის გავლენას საინჟინრო პროცესებზე.”

წელს, Tester’s Day-ს ფარგლებში, ჩატარდა Testing Cup 2026-ის ჰაკათონი, რომლის გამარჯვებული გუნდიც დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა. გუნდი „Avengers“ - რომელიც თიბისის ხარისხის ინჟინრებითაა დაკომპლექტებული - ნინო ნოზაძე, ირაკლი ბულისკერია, მარიამ ნებიერიძე, ცოტნე აბურჯანია, ნიკა ჟორდანია. გამარჯვებული გუნდის ერთი წარმომადგენელი კი, World’s Best Tester-ის ჰაკათონზე იასპარეზებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას საკუთარი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ტექ საზოგადოებას - ქმნის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ახალი იდეებისა და ინოვაციების განვითარებას და აერთიანებს სფეროს პროფესიონალებსა და ახალ თაობას. ამ მხარდაჭერის მიზანია, არამხოლოდ ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაძლიერება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ და საკუთარი იდეები რეალურ შესაძლებლობებად აქციონ.