თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება
ბოლო წლებში, უზბეკეთი ინვესტორებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცა. ენერგორესურსებით მდიდარი, 38-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 60 %-ზე მეტი ახალგაზრდაა, ბუნებრივად განაპირობებს მომსახურებაზე, სამომხმარებლო პროდუქტებსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე მოთხოვნას.
ამ ბაზრის პოტენციალი კარგად დაინახა “გაყიდვების ასოციაციამ”. პლატფორმა, რომელიც 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, კონფერენციას გამართავს, სახელწოდებითი -“საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა”.
“გაყიდვების ასოციაციის გუნდმა მასშტაბური გამოფენისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყეთ და კონცეფციაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ღონისძიება რამდენიმე აქტივობისგან შედგება და სხვადასხვა ფორმატის დახურულ შეხვედრას მოიცავს. ღონისძიებაში 46 კომპანიის წარმომადგენელი, ჯამში კი, საქართველოდან 200-მდე ვიზიტორი მონაწილეობს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი შეხება ჰქონდეთ უზბეკეთის წამყვან სტეიკჰოლდერებთან. კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდება გამოფენა, სადაც დაახლოებით 4000 სტუმარს ველით. შესაბამისად, ქართულ ბიზნესს ნამდვილად ეძლევა უნიკალური შანსი, დამკვიდრდეს უზბეკეთის ბაზარზე. მით უფრო, როდესაც ქართული პროდუქტისა თუ სერვისისადმი ინტერესი და ნდობა ნამდვილად არსებობს”,- გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჩიკვაიძე.
ბრენდი, რომელიც ქართულ კომპანიებს ამ ნდობასა და გამოცდილებას ახვედრებს, თიბისია. ბიზნესგამოფენის მხარდაჭერის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ბანკის მისიას - იყოს ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.
“ეს მხარდაჭერა კომპანიებისთვის ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას, უცხო ბაზარზე პირველი ნაბიჯები გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ გადადგან, გააფართოონ პოტენციურ პარტნიორთა წრე- დამყარონ კავშირები, გაიგონ ბაზრის სპეციფიკა და მოახდინონ სწორი პოზიციონირება ახალ გარემოში. პარალელურად, ბანკი განიხილავს საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერასაც, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან და ოპერირება თავდაჯერებულად დაიწყონ. მსგავსი ინიციატივები, საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის კომპანიებისთვის, შეხვდნენ ადგილობრივ ბიზნესებს, გამართოთ B2B შეხვედრები, გაეცნონ უზბეკურ ბაზარს და ოპერირება მეტი ცოდნით და თავდაჯერებულობით გააგრძელონ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნესსეგმენტის მართვის ლიგის ლიდერი.
კონფერენციისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.salesassociation.ge/ .