ბიზნესი / 04-08-2026

Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა

ბაქოში ავტომფლობელებს Bridgestone-ის საბურავების შერჩევა ახალ სივრცეში შეეძლებათ - Tegeta Motors Baku-მ აზერბაიჯანის დედაქალაქში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა. ახალი სივრცე სავაჭრო ცენტრ „ბაქო ავტო მოლში“ განთავსდა. გახსნის ღონისძიებას 60-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, Bridgestone-ის წარმომადგენლები.

ახალი ობიექტი სრულად Bridgestone-ის ბრენდის სტილშია გადაწყვეტილი. სივრცე თანამედროვე და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა, სადაც მომხმარებელს კვალიფიციური კონსულტანტი დახვდება და საბურავების ფართო ასორტიმენტიდან მისი ავტომობილისა და საჭიროებების შესაბამისი მოდელის შერჩევაში დაეხმარება. Tegeta Motors Baku Bridgestone-ის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია აზერბაიჯანში.

ემილ მამადოვი, Tegeta Motors Baku-ს დირექტორი: „Bridgestone-ის ახალი კონცეპტმაღაზია ჩვენს მომხმარებელს ბაქოში სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. აქ მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ კონსულტაციასა და Bridgestone-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე წვდომას თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში. მაღაზია იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ მთელ ქსელში იცავს.

უკვე ორი წელია, რაც Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ აზერბაიჯანში და ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციაზე პირდაპირი წვდომა და სათანადო საგარანტიო მომსახურება შევთავაზეთ, რაც ადრე ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის არ იყო გარანტირებული. ეს მომხმარებელს პროდუქტის ავთენტიკურობაში არწმუნებს, სთავაზობს პროფესიონალურ დახმარებას სწორი საბურავის შერჩევაში და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდების ჯაჭვს. ბაზრისთვის კი მსგავსი სივრცის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას ქმნის და ბაქოში საბურავების საცალო ვაჭრობის სტანდარტის ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეაქვს“.

მაღაზიაში წარმოდგენილია Bridgestone-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, უახლესი მოდელები, რომლებიც ENLITEN™ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მუჰამედ აბუთაჰუნი, Bridgestone-ის ფილიალის მენეჯერი CIS, Levant & PAF რეგიონში: „აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელსაც გრძელვადიანი ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ვხედავთ მზარდ მოთხოვნას პრემიუმ ბრენდებზე, რომლებიც მაღალხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას აერთიანებს. Tegeta Motors Baku-სთან ერთად Bridgestone-ის კონცეპტმაღაზიის გახსნა სწორედ ჩვენს მიზანს ასახავს - შევთავაზოთ მომხმარებელს სრულყოფილი გამოცდილება, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს მსოფლიო დონის პროდუქცია, ექსპერტიზა და პროფესიული სერვისი. ამ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ ვაერთიანებთ, ერთი მხრივ, Bridgestone-ის გლობალურ გამოცდილებასა და ინოვაციას, მეორე მხრივ კი, Tegeta-ს ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას, რათა აზერბაიჯანში პრემიუმ საბურავების საცალო ვაჭრობის ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ. და, რაც მთავარია, ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდთან ასოცირებულ ხარისხსა და სანდოობას იღებს, ჩვენ კი ამავდროულად ვაძლიერებთ ჩვენს წარმომადგენლობას და უფრო ახლოს ვართ იმ მომხმარებელთან, რომელსაც ვემსახურებით“.

ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად სპეციალურად შერჩეულ საბურავებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. საბურავების შეძენისას მონტაჟისა და დაბალანსების მომსახურებას მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს.