ბიზნესი / 25-06-2025 / 112 Views

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობითა და ახალი ნომინაციით ხვდება. მასშტაბური პროექტის გვერდით დგანან ის ბრენდებიც, რომლებიც თავად ემსახურებიან ქვეყანაში ბიზნესსოციუმის განვითარებას.

ერთ-ერთი მათგანია „თეგეტა“-ქართული კომპანია, რომლის 30-წლიანი გამოცდილება, პროდუქტები და ხედვა თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან.

„ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება  შიდა რესურსების განვითარებით — იმ ადამიანების და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას - სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“,- ამბობს ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგისმარკეტინგის მთავარი ოფიცერი.

ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება “თეგეტა ბიზნესი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

„ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობისნ ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, --განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, დაჯილდოება არა მხოლოდ პრიზების, არამედ ფიქრის ფორმატის შეცვლის სივრცეასადაც ბიზნესი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას.. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებს, არამედ როგორ მიდის მიზნამდე.

“პირადად ჩემთვის თითოეული წარმატებული ისტორია ღირებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯილდოეს არის პროცესი, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზონ საკუთარი გზა, გაიაზრონ მიღწევები და წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ისტორია ფართო საზოგადოებისთვის.ასეთი ინიციატივები ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი ვითარდება არა მხოლოდ ოპერაციულად. ისინი იწყებენ ფიქრს სტრატეგიაზე და ღირებულებაზე. პლატფორმა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო განვითარებისთვის“, -ამბობს ელენა კოხრეიძე.