სტამბოლის პოლიციამ ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები დააკავა
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციამ ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: ჰადიზე, ირემ დერიჯი, კუბილაი აკა, კაან ილდირიმი, დემეთ ევგარი, ბერაკ თუზუნატაჩი, მერთ იაზიციოღლუ.
თურქული მედია წერს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ, „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია.
ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანება გასცა.