საზოგადოება / 05-02-2026

შვედი დეპუტატი: "ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ"

"პირველ რიგში, შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას. თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმის, რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია „ქართული ოცნება“...

შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ…

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ.

ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო" - ამბობს TV პირველთან ინტერვიუში შვედეთის პარლამენტის წევრი, გუსტავ გოტბერგი.