კულტურა / 24-04-2026

"...შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა"

„6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა. საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.

ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემნების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი. მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი“ - ზვიად რატიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.