ბიზნესი / 27-06-2025 / 59 Views

Shell-ის საავტომობილო ზეთები - ინოვაცია მოძრაობაში

როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის  ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.

Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.

Shell-ის მთავარი უპირატესობები

  • Shell-ის ზეთები შეიცავს Active Cleansing Technology-ს, რომელიც იცავს ძრავს ჭუჭყისა და ნალექისგან. ეს ხელს უწყობს ძრავის სისუფთავესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
  • პრემიუმ ხაზი Shell Helix Ultra დამზადებულია უნიკალური PurePlus ტექნოლოგიით, რომელიც ბუნებრივი აირისგან ქმნის უმაღლესი სისუფთავის საბაზისო ზეთს.
  • Shell-ის ზეთები ამცირებს ძრავის შიდა ხახუნს, რაც საწვავის ეკონომიას ზრდის. განსაკუთრებით ეფექტიანია ქალაქის პირობებში, ხშირი გაჩერება-გაშვების დროს.
  • Shell-ს აქვს ზეთები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა კლიმატური პირობისთვის. მათ შორის არის ძრავის ზეთები, რომლებიც იცავს ძრავს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში.
  • Shell-ს აქვს სპეციალური ზეთების ხაზი მძიმე სატვირთოებისათვის -  Shell Rimula განკუთვნილია მაღალი სიმძლავრის დიზელის ძრავების დასაცავად.
  • ბრენდი აქტიურად მუშაობს ნეიტრალური ნახშირბადის ზეთების განვითარებაზე, რაც ნიშნავს გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებას და უფრო მდგრად პროდუქციას.

ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას

Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.

ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.

Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს. 

Shell - სუპერქარების რჩეული

Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport. 

Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ შელის მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari. 

საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ

  • PurePlus ტექნოლოგია არის შედეგი 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევისა - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი სუფთა საბაზისო ზეთი.
  • Shell 2050 წლამდე სრულად ნახშირბადნეიტრალური ზეთების წარმოებას ისახავს მიზნად.
  • Shell Helix Ultra მუშაობს -40°C-დან +100°C-მდე, რის გამოც ის ძრავს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებშიც იცავს.

საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.