სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობების უარყოფის შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შპს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაევალა ცნობების უარყოფა ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად: მოპასუხე შპს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალი presa.ge გამოქვეყნებული სტატიით სათაურით - „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ წილს ფლობს გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - გამოქვეყნებული სრული ინფორმაცია მოსარჩელე შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის წინაშე აღიარებულ იქნა ცილისწამებად.
შპს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სარეზოლუციო ნაწილში ციტირებული პუნქტების შესაბამისად:
- 2019 წლის 23 სექტემბერს ჩვენს მიერ ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე, გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოსდა „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“ - სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს.
- 2019 წლის 23 სექტემბერს ჩვენს მიერ ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოსდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის ერთ-ერთ ქარხანაში, (რომელიც ველისციხეში მდებარეობს) დამონტაჟებულ სასწორზე, სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა, კერძოდ, თუ გლეხი ერთ ტონა ყურძენს მიიტანდა ჩასაბარებლად ველისციხეში მდებარე ქარხანაში, კახური ტრადიციული მეღვინეობის სასწორით ჩასაბარებელი ყურძნის წონა ბევრად მცირე გამოდიოდა, რითაც კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს“ - სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს.
- სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოსდა „კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მას შემდეგ რაც კახურ ტრადიციულ მეღვინეობას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეს“.