საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა
საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.
ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .
რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.
ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.