ბიზნესი / 29-09-2025 / 85 Views

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნებანკში გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო

მომხმარებელთა წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკსა და მობილბანკში 29 სექტემბრიდან გორმაგებული გზავნილების აქცია იწყება.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ გაანაღდოთ გზავნილი უფასოდ, საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ხოლო თუ თქვენი გზავნილი კვირის განმავლობაში 30 000-ე იქნება, გზავნილის თანხა გაგიორმაგდებათ.

ინფორმაციისთვის, გაორმაგებული გზავნილის მფლობელი კვირაში ერთხელ გამოვლინდება, მოგებული თანხის მაქსიმალური ოდენობა კი 3 000 ლარია.

გაორმაგებული გზავნილების აქცია 29 სექტემბერს დაიწყო და 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.