საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ: გადაიხადონ Mastercard Business ბარათით და მიიღონ 40%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 400 ლარის ოდენობით.
შეთავაზების ფარგლებში გადახდების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ხოლო ქეშბექი მომხმარებლებს ანგარიშზე მაქსიმუმ სამ სამუშაო დღეში დაუბრუნდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათი მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა იყოს გააქტიურებული.
„საქართველოს ბანკი აგრძელებს ინოვაციური და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, რომელიც ბიზნესებს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში უწყობს ხელს და სამომხმარებლო გამოცდილებას აუმჯობესებს. საქართველოს ცდილობს, ბიზნესს რესურსების დაზოგვაში დაეხმაროს. EXTRA-სთან პარტნიორობით შექმნილი ეს შეთავაზება ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ბიზნესებს შეუძლიათ ყოველდღიური საქმიანობისას დამატებითი სარგებელი მიიღონ“,– აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ქეშბექის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით შეთავაზების დეტალებს.
ბიზნეს ბარათის ასაღებად ეწვიეთ ბმულს.
სხვა ბიზნეს შეთავაზებებით სარგებლობისთვის კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი.