ბიზნესი / 08-10-2025 / 174 Views

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია - Global Finance

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა. იგი ზედიზედ მეორე წელს, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.

გარდა ამისა, დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო, ესენია:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • აუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ბანკები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.

ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარების პარალელურად, მთელი მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები საბანკო საქმიანობის მომავლის, ინოვაციურობისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა ჯოზეფ . ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

„ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანის ერთობლივი შრომის, ინოვაციების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია. Global Finance-ისგან მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ უდიდესი მოტივაციაც, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სტანდარტი. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს, რომლის ყოველდღიური ძალისხმევით საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოა”, - განაცხადა  ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერისციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.