ბიზნესი / 01-09-2026

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

ცოტა დრო რჩება ბათუმში AD BLACK SEA 2026-ის დაწყებამდე. 10-12 სექტემბერს ფესტივალი მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს და შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს გააერთიანებს.

ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ბრენდისთვის AD BLACK SEA არის სივრცე, რომელიც ახალ იდეებს, შემოქმედებით თავისუფლებასა და საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს და საქართველოში ამ ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

ფესტივალის ფარგლებში, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ნომინაციის მნიშვნელობას კარგად აჩვენებს წინა წლის გამარჯვებულის გამოცდილება. ნანუკა ნინიძე, რომელმაც 2025 წელს თიბისის საახალწლო კამპანიით გაიმარჯვა, ამბობს: „Young Creative-ის ნომინაციაში გამარჯვებამ საშუალება მომცა, საპრიზო ფონდით Cannes Lions-ის ფესტივალს დავსწრებოდი. სტუდენტობიდან მოყოლებული, ეს ჩემი ოცნება იყო და მაშინ ძალიან შორეულ მომავალად მეჩვენებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იდეის რწმენამ ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია“.

წელს AD BLACK SEA-ს 20-ზე მტი ქვეყნიდან, 1500-მდე დელეგატი დაესწრება. ფესტივალის კულმინაცია იქნება 12 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მთავარ სცენაზე, საერთაშორისო ჟიურის მიერ, 14 სხვადასხვა კატეგორიაში ყველზე შემოქმედებითი კამპანიები, სააგენტოები და ბრენდები გამოვლინდებიან.

ფესტივალის კონცეფცია „ON THE EDGE“ კი სწორედ ცვლილებებისა და ახალი იდეების გაჩენის ზღვარზე ყოფნას ეძღვნება. ფესტივალი მონაწილეებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო კავშირების შექმნის შესაძლებლობასაც მისცემს.