სამართალი / 03-10-2025 / 217 Views

რუსი მილიარდერი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გავლენიანი რუსი მილიარდერი, იბრაჰიმ სულეიმანოვი მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს - წერს რუსული მედია.

სულეიმანოვი მოსკოვში, 2 ოქტომბერს დააკავეს და მას ბლარად ედება 2004 წელს ჩადენილ დანაშაული - კერძოდ, მილიარდერი, „ვნუკოვოს ავიახაზების“ ხელმძღვანელის, გენადი ბორისოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ბორისოვს, 2004 წელს, უცნობი პირი სახლის შესასვლელთან დახვდა და 25 ჭრილობა მიაყენა.