სოც. მედია / 13-07-2026

რუსეთში, მიხაილოვსკთან მდებარე ვიაზნიკის დასახლებაში, ღამით უკრაინული დრონებით ნავთობბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის სტავროპოლის მხარეში, მიხაილოვსკთან მდებარე ვიაზნიკის დასახლებაში, ღამით უკრაინული დრონებით ნავთობბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.

აფეთქებებს ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის ამსახველი კადრები Telegram არხებზე გავრცელდა.

სტავროპოლის გუბერნატორის განცხადებით, ცეცხლი სამრეწველო ზონაში გაჩნდა.

გამოცემა ASTRA წერს, რომ ამ დასახლებაში მდებარე ნავთობინფრასტრუქტურაზე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა განხორციელდა. რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონებმა ახლომდებარე კიდევ ერთ ნავთობობიექტსაც დაარტყეს.