პოლიტიკა / 17-11-2025 / 65 Views

რუსეთში იმედოვნებენ, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას დადებს

"...ოცნების მიერ "მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის" აღიარება იძლევა იმედს, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას დადებს და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას დაიწყებს"  - ეს განცხადება, რუსული ТАСС-ის ცნობით, ჟენევაში, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გენადი გატილოვმა გააკეთა, რაც სხვა არაფერია, თუ არა, საქართველოსათვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისკენ მოწოდება.